საკლასო ხელნაწერი ჟურნალის სპეციალური გამოცემა:
“გიამბობთ სკოლაზე“
პროექტის მთავარი იდეა: საკუთარი შთაბეჭდილებების და გრძნობების გამოხატვა სკოლის მიმართ.
პროექტის აქტუალობა: ითვლება, რომ სკოლაში გატარებული წლები ყველაზე პოპულარულია ყველა დროისა და ხალხის სიტყვის ოსტატთათვის. ეს ის სამყაროა, რომელსაც იცნობ, ამიტომ სკოლის თემას ვერაფერი შეედრება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება და გრძნობები სკოლის, მასწავლებლების მიმართ, ჩაატარონ ჟურნალისტური კვლევა მოსწავლეებში: “რა იქნება, თუ...“, აიღონ ინტერვიუ მასწავლებლებთან, კურსდამთავრებულებთან, შექმნან ნოველები სასკოლო ცხოვრებიდან.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეძლებენ მკითხველს დაანახონ სკოლის შუქ– ჩრდილები, მიაწოდონ მათი თვალით დანახული პოზიტიური და ნეგატიური ინფორმაციები, გაიგონ, რაზე ფიქრობენ ბავშვები.
პროექტისთვის საჭირო რესურსები: მასალა ჟურნალის გარეკანისთვის, თაბახის ფურცლები, სახატავი ფანქრები, საღებავი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა I. დაფაზე ვწერ პროექტის სახელწოდებას: საკლასო ხელნაწერი ჟურნალის სპეციალური გამოცემა: “გიამბობთ სკოლაზე“.
აქტივობა II მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა ტერიტორიის მიხედვით.
აქტივობა III. მოსწავლეებს ვურიგებ წინასწარ გამზადებულ კონვერტებს, რომლებშიც არის ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რომლებზეც უნდა იმუშაონ:
ა) საკითხი, რომელზეც უნდა შესრულდეს დავალება.
ბ) როლი, რომლის თვალთახედვითაც უნდა შესრულდეს დავალება.
გ) აუდიტორია, ვისთვისაც იქმნება პროექტი
აქტივობა IV. მოსწავლეებს ვაძლევ კონსულტაციებს.
აქტივობაV.მოსწავლეთა ნამუშევრების რედაქტირება.
აქტივობაVI.სამუშაო განრიგის გაცნობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
ხელოვნებასთან კავშირი–ჟურნალის გაფორმება ორნამენტებით.
ქართული. IX. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.
პროექტის ხელმძღვანელი: მანონი გოგუაძე.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა manonigoguadze@gmail.com
პროექტის ბლოგი manonigoguadze.blogspot.com